NutriGenius • ნუტრიჯენიუსი კლინიკური ნუტრიციოლოგიის პირველი ქართული ონლაინ პლათფორმაა, რომლის საშუალებითაც პაციენტები კლინიკურ ნუტრიციოლოგებს უკავშირდებიან და მათგან ონლაინ-კონსულტაციებს, პერსონალიზებულ კვებით გეგმებსა და გრძელვადიანი მენტრობის კურსებს იღებენ. გაგაცნობთ თუ რომელი დაავადებების და სამედიცინო მდგომარეობების დროს არის გამოსადეგი ზოგადად კლინიკური ნუტრიციოლოგიის კონსულტაცია და როდის აქვს აზრი კვებით ინტერვენციებს.
სოფო ქურდაძე გახლავთ გენეტიკოსი/ნუტრიციოლოგი და პლათფრომა „ეპიკალორის დამფუძნებელი“.
ეპიკალორი არის "დიეტა როგორც სერვისი", რითაც ადამიანებს ეხმარება მათ ჯანმრთელობაზე მორგებული კვების პროგრამების შემუშავებაში. ეპიკალორის პროგრამები მოიცავს, წონის კლებას, წონის მატებას, ლაქტოზისა და გლუტენის აუტანლობის კვების პროგრამებს, ინსულინ-რეზისტენტობის, საკვერცხის პოლიკისტოზის და სხვადასხვა, კვებასთან დაკავშირებული პროგრამების ერთობლიობას.
სოფო მუშაობდა გენეტიკურ კვლევით ლაბორატორია "ალელში", სადაც პერსონალიზებული მედიცინის მიმართულებით, გენეტიკური მუტაციების დეტექციას ახორციელებდა გენების სექვენირების მეთოდოლოგიის გამოყენებით. ამასთანავე, სოფო მუშაობდა ილიას უნივერსიტეტის გენეტიკური კვლევის ლაბორატორიაში მკვლევარად პროექტში, რომელიც გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლას ეძღვნებოდა და ქმნიდა გენეტიკურ ბიბლიოთეკას, Cabol - Caucasus Barcode Of Life.
ამჟამად, ხელმძღვანელობს გენეტიკურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორია "რეიგენს", სადაც ატარებს გენეტიკურ დიაგნოსტიკას სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის გლუტენის და ლაქტოზის აუტანლობაზე, რითაც ეხმარება პაციენტებს, განსაზღვრონ გენეტიკური ფონი და მის შესაბამისად სწორად დაგეგმონ კვების რაციონი.